logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: უკრაინაში დაღვრილ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობა „ნაცმოძრაობის“ მთავარი საქმიანობაა
- +

16 აპრილი. 2022. 15:30

 

 

„უკრაინაში დაღვრილ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობა „ნაცმოძრაობის“ მთავარი საქმიანობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„გადაწყვეტილება მიღებულია დიდი ხნის წინ - დესტაბილიზაცია და ახლა ამ მიზნით უკრაინის თემის გამოყენება არის ის, რასაც ახლა ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ „ნაცმოძრაობის“ საქმიანობაში.

 

უკრაინაში დაღვრილ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობა „ნაცმოძრაობის“ მთავარი საქმიანობაა, ამ ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით. ამის შემადგენელი ნაწილი გახდა მარგველაშვილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკრაინაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner