საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს პირველი ოქრო სპორტის ამ სახეობაში.
„ტალინში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა წყვილმა საქართველოდან, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. ეს არის საქართველოს პირველი ოქრო სპორტის ამ სახეობაში.
ლუკა ბერულავა წარმოშობით აფხაზეთიდანაა.
ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს და ქართველ გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩემპიონებს“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.