logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებზე აქვთ შენახული
- +

20 აპრილი. 2022. 16:08

 

 

„უსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებზე აქვთ შენახული“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პარტნიორების მორალური ვალდებულებაა, დაეხმარონ უკრაინას თავისუფლების დაცვასა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენაში.

 

„უსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებზე აქვთ შენახული. თუ მათ აქვთ იარაღი, რომელიც სჭირდება უკრაინას აქ და ახლა, თუ მათ აქვთ საბრძოლო მასალები, რომლებიც აუცილებელია ჩვენთვის აქ და ახლა, მაშინ ეს არის პირველ ყოვლისა მათი მორალური ვალდებულება, დაეხმარონ თავისუფლების დაცვაში, დაეხმარონ ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენაში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner