logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი დავით საყვარელიძის განცხადებაზე: „ნაცმოძრაობა“ და მისი სურვილები საქართველოსთან მიმართებით ნამდვილად არ არის პროდასავლური, ის ყოველთვის რუსულ ნარატივს ახორციელებდა
- +

20 აპრილი. 2022. 17:53

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსული პროპაგანდის, რუსული ოფიციოზის განცხადება თანხვედრაშია. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებლობდა როგორც პიარული, ისე სხვა სახის დახმარებით. პიარული თვალსაზრისით, რუსეთიდან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი ძალიან ხშირად გამოსროლილა. კონკრეტული ფაქტი მეტყველებს და ხაზს უსვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სურვილები საქართველოსთან მიმართებით ნამდვილად არ არის პროდასავლური, ის ყოველთვის რუსულ ნარატივს ახორციელებდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც შეერთებული შტატები არ ჩქარობს, რომ [უკრაინაში მიმდინარე] ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში“. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ „აშშ და დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გააჭიანურონ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner