ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი Facebook-ის გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები და მათზე განთავსებული წარწერებია ასახული.
„აღდგომისა და ფესახის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩო საქართველოში ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით ხაზი გაუსვას 2 უძველეს ენას, ებრაულსა და ქართულს შორის მჭიდრო კავშირს“, - წერს რან გიდორი.