„ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც სახეზეა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
„ამ კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციების წამოწევები, როგორც მნიშვნელოვანი, სერიოზული და ძლიერი პარტნიორისა, არამხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების კუთხით, არამედ ევროპული უსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა ტალიაშვილმა.
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს.