logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი მხრიდან ისეთი იდენტიფიცირებული ვერ იქნა, რომ რაიმე კონკრეტული მიზეზი აქვს პრეტენზიის გაცხადებას პენიტენციური სამსახურის მიმართ
- +

22 აპრილი. 2022. 18:03

 

 

„ჩვენი მხრიდან ასეთი იდენტიფიცირებული ვერ იქნა, რომ რაიმე კონკრეტული მიზეზი აქვს პრეტენზიის გაცხადებას პენიტენციური სამსახურის მიმართ, ან იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტირებისას განუცხადა.

 

„ბუნებრივია, კითხვები ჩვენც გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე მიზეზი ხომ არ აქვს პრეტენზიის არსებობას. ამის მიუხედავად, ჩვენი მხრიდან ასეთი იდენტიფიცირებული ვერ იქნა, რომ რაიმე კონკრეტული მიზეზი აქვს პრეტენზიის გაცხადებას პენიტენციური სამსახურის მიმართ, ან იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, თუმცა ამის მიუხედავად, ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, მოხდება დაკვირვება ამ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების ხარისხზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner