უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულზე უკრაინელების სისხლის დაღვრით რუსმა ოკუპანტებმა დაამტკიცეს, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანული მორალი მათთვის არ არის.
„რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავს რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარში, რისთვისაც საჭიროა განსაკუთრებული სიტყვები, განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ არა ის, რასაც რწმენა ჰქვია და არა ის, რასაც ქრისტიანული სიკეთე ჰქვია. რუსულმა ჯარმა ეს აღდგომა სისხლით გააწითლა. ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ. ასე რომ, ეკლესიაში სანთლით დგომა არ ნიშნავს იყო ქრისტიანი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას აღდგომა აღდგომა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის საფრთხით „მიულოცა“.