აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა აშშ-ს მოუწოდა, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შეწყვიტოს და გააფრთხილა, რომ დასავლური იარაღის დიდი მიწოდება კონფლიქტს გაამწვავებს და ადამიანურ დანაკარგებს გამოიწვევს.
ანატოლი ანტონოვის თქმით, ასეთი შეიარაღების მიწოდება მიზნად ისახავს რუსეთის დასუსტებას, მაგრამ ასევე ამწვავებს კონფლიქტს უკრაინაში და ძირს უთხრის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევას.
„რასაც ამერიკელები აკეთებენ, ცეცხლზე ნავთს ასხამენ. მე ვხედავ მხოლოდ ფსონების ამაღლების, სიტუაციის გამწვავებისა და მეტი დანაკარგის ხილვის მცდელობას. ჩვენ ხაზი გავუსვით ამ სიტუაციის მიუღებლობას და მოვითხოვეთ ამ პრაქტიკის შეწყვეტა“, - აღნიშნა აშშ-ში რუსეთის ელჩმა.