„ევროკავშირში რუსული ნავთობის სრული ემბარგოს საკითხზე დაწესების შეთანხმებას ვერ მიაღწიეს“, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ გამოცემა „დიე ველტთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეჩერება ან სადამსჯელო ტარიფები იქნებოდა მნიშვნელოვანი, რათა პუტინზე ზეწოლა მოვახდინოთ და ის მოლაპარაკებები მაგიდასთან დავსვათ, მაგრამ დღეს ევროკავშირში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს“, – განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მორიგ სამიტზე იქნება განხილული, რომელიც მაისის ბოლოს არის დაგეგმილი, მანამდე კი რუსული ნავთობისა ან გაზის ემბარგოსთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.