უკრაინის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, ოლეგ უსტენკომ გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ ყიდულობენ რუსეთიდან ნავთობსა და გაზს და აღნიშნა, რომ ისინი ომის დანაშაულების თანამონაწილეები არიან.
ოლეგ უსტენკომ ქვეყნებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება და იურიდიული ქმედებით დაემუქრა მათ, ვინც ამას არ გააკეთებს.
„ჩვენ ვიცით გემის სახელი, დროშა, კაპიტნის სახელი, ნავთობის მოცულობა, ვიცით რამდენი ფული გადაიხადეს ამ ნავთობში, დანიშნულების პორტი, კომპანია, რომელმაც გაყიდა დაზღვევა. ჩვენ ვაპირებთ ამ ინფორმაციაზე მუშაობას. თუ რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან, ის, ვინც რუსეთს ამ სისხლიანი ფულით ამარაგებს, იგივე ომის დანაშაულშია დამნაშავე“, - აღნიშნა მან.