logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს
- +

26 აპრილი. 2022. 15:54

 

 

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ მოვდივართ ომებიდან, ჩვენ ვართ ის თაობა, ვინც ომები გამოვიარეთ. მეც ამ თაობის შვილი ვარ და მგონია, რომ საქართველო იყო პირველი ფრონტი რუსეთთან დაპირისპირების. ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან დიდი ღირებულებაა, არის სისხლით მოტანილი - ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner