logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს
- +

27 აპრილი. 2022. 18:02

 

 

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია, - ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.

 

„ინდონეზიის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო, განსაკუთრებით გაერო-ში გამოხატული მკაფიო პოზიციისთვის. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ვაფასებ ჩემს მიწვევას „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, - წერს ზელენსკი.

 

ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა. ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა 15-16 ნოემბერს კუნძულ ბალიზე გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner