logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: აშშ-ში ჩემი გზავნილია, არ დაივიწყონ საქართველო, მოსკოვი თუ ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება, ყურადღება ამ ქვეყნებზე გადაიტანოს
- +

28 აპრილი. 2022. 10:45

 

„აშშ-ში ჩემი ვიზიტის გზავნილია, არ უნდა დაივიწყონ საქართველო, რადგან მოსკოვი თუ ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთის ხელისუფლებისთვის, მისი ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვაშინგტონ პოსტ ლაივის“ ეთერში განაცხადა.

 

„პირველ რიგში, მე არასდროს ვიტყვი, რომ მეშინია, რომ ვიქნებით შემდეგი, რადგან მომავლის გამოცნობას არ უნდა ვცდილობდეთ. არ მინდა ასეთი სახის პროგნოზების გაკეთება. ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და არ უნდა მოვადუნოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღება. მთავარი მოწოდება, რასაც მე ვაშინგტონში ვაჟღერებ, საქართველო მეტად იყოს წარმოდგენილი იქ, როდესაც ადმინისტრაცია საუბრობს რეგიონის საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს მეტ მხარდაჭერას, რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ეს არის ის, რისიც ძალიან მადლიერი ვართ, ევროინტეგრაციისკენ ახალი გზის მხარდაჭერა, რომელიც ევროპელმა მაღალჩინოსნებმა გახსნეს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის.

 

ევროკავშირში დაჩქარებული მიღების პროცედურა ეს უფრო პოლიტიკური მიდგომაა, ვიდრე ბიუროკრატიულ , რაც საშუალებას მიცემს ამ სამ ქვეყანას. ვფიქრობ, ეს მოიცავს, დასავლეთ ბალკანეთსაც, უფრო სწრაფად გავხდეთ „ერთ-ერთი მათგანი“, როგორც ეს ქალბატონმა ფონ დერ ლაინმა განაცხადა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner