logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინა ღიად გვეუბნება, რომ ეს მთავრობა არაა ომის მთავრობა და თუ იქნება მიხეილ სააკაშვილი, ის იქნება ომის პრეზიდენტი
- +

28 აპრილი. 2022. 15:05

 

 

„უკრაინა ღიად გვეუბნება, რომ ეს მთავრობა არაა ომის მთავრობა და თუ იქნება მიხეილ სააკაშვილი, ის იქნება ომის პრეზიდენტი“,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ის ფრთა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაშია გამაგრებული, უკვე ღიად გვეუბნება, რომ თქვენ უნდა ჩაერთოთ ომში. მერე უფრო დაგვიზუსტებენ კიდეც, რომ ზოგადად „ომში ჩაერთოთ“ შეიძლება გასაგები არ ყოფილიყო და მისაღები მოსახლეობისთვის, მაგრამ მერე უფრო დახვეწილი სცენარი მოგვაწოდეს, რომ „ამით თქვენ ახლა შეგიძლიათ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოთ, თუ ომს დაიწყებთ და შეხვალთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. და იქვე გვითხრეს რეცეპტი, რომ ეს მთავრობა არაა ომის მთავრობა და თუ იქნება მიხეილ სააკაშვილი, ის იქნება ომის პრეზიდენტი. ეს არის პროვოცირება საზოგადოებისა, რომ ამ სცენარით განვითარდეს მოვლენები და უკრაინას შეეხიდება მეორე ფრონტის გახსნა. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მიუღებელი და არ ჯდება ეროვნულ ინტერესებში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner