NATO-მ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მოამზადა. ,,საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტი", - ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც მოთხრობილია იმ დევნილთა ისტორიები, რომლებსაც საომარი მოქმედებების გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.
წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ 20 000-ს დევნილს დღემდე არ შეუძლია სახლში დაბრუნება.
„ქვეყნის სხვა ნაწილებში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი კი ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ მიწას კარგავენ. კონფლიქტი შეიძლება დასრულებული იყოს, მაგრამ მისი შედეგები კვლავ იჩენს თავს", - ნათქვამია ფილმის წინასიტყვაობაში, რომელიც NATO-ს „Facebook"-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.