logo_geo
eng_logo
თბილისში პირველი მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნება
- +

12 აგვისტო. 2016. 11:40



თბილისში სექტემბრიდან პირველი მაღალტექნოლოგური ცენტრი სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნება. საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - „სილიკონ ველი თბილისიIT აკადემიასბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გააერთიანებს.


„სილიკონ ველი თბილისში" მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება შეეძლებათ.


პროექტის ფარგლებში სილიკონ ველი თბილისში" ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით.


პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.


ეს არ არის შორეული პერსპექტივა. ეს მოგვცემს ძალიან სწრაფად იმ შედეგებს, რომ ჩვენთან მომზადებული და განათლებამიღებული კადრები ძალიან სწრაფად გახდებიან მოთხოვნადი და წარმატებული არა მხოლოდ ქართულ ბიზნესკომპანიებში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ქართველ სპეციალისტებს აღარ მოუწევთ განათლების მიღება და გადამზადება უცხოეთში, რათა წამყვან კომპანიებში დასაქმდნენ. „სილიკონ ველი თბილისი" მათ შესაძლებლობას მისცემს ადგილზე შეიძინონ საჭირო უნარები და მუშაობა დაიწყონ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ, ტექნოლოგიურ კომპანიებში", - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ ბატიაშვილი.


„სილიკონ ველი თბილისში" განთავსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების სამ საფეხურს მოიცავს - ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტურანტურას. პროგრამა ორიენტირებული იქნება მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, ინოვაციური პოტენციალის წახალისებაზე, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზრო უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც საბოლოოდ კურსამთავრებულს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების საშუალებას მისცემს.


მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებსა და პროგრამულ ინჟინრებს მოამზადებს „სილიკონ ველი თბილისში" მდებარე  IT აკადემია, სადაც ქართველ სტუდენტებს გამოცდილებას ისრაელელი სპეციალისტები გაუზიარებენ.


მაღალი ტექნოლოგიების სექტორში და სტარტაპების განვითარებაში ისრაელი ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანაა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მხრივ უდიდეს პროგრესს მიაღწია.


Israel  Venture Capital  Research-ის ინფორმაციით, 2015 წელს ისრაელში სტარტაპების საერთო რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია. აქედან 373 კომპანიამ ჯამში 3,58 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო, 69 სტარტაპ კომპანია კი ჯამში 5,41 მილიარდ დოლარად გაიყიდა. ერთ სულ მოსახლეზე მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიების რაოდენობით, რომლებიც ბაზარზე ორიენტირებულ პროდუქტს ქმნიან, ისრაელი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის ექსპორტის 70%-ს აღწევს. ყოველივე ამის ფონზე ისრაელში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა - Intel, Microsoft, IBM, რომლებიც ქვეყანაში კვლევებსა და განვითარებას ეწევიან, საკუთარი ოფისები აქვთ Google-ს, facebook-ს, Apple-ს, Yahoo-ს.


ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საქართველოში, ამ საოცარ ქვეყანაში. ჩვენი ცენტრი ისრაელში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო და ტრენინგ ცენტრია, სადაც ყოველწლიურად15 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს განათლებას და მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლებიან. გვინდა ეს გამოცდილება საქართველოსაც გავუზიაროთ, მოვამზადოთ მაღალ ტექნოლოგიური სპეციალისტები, პროგრამული ინჟინრები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა", - აღნიშნავს დროდ შრემი, ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენელი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner