გერმანიის ქრისტიან - დემოკრატიული პარტიის ევროპარლამენტის წევრმა ინგებორგ გრასლმა ევროკავშირს მოუწოდა პოლონეთის, უნგრეთისა და ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის პრინციპებისა და ღირებულებების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, დაეწესებინა მკაცრი წესები მათ მიერ ევროკავშირის ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის.
„ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობას პატივს არ სცემენ, ან ქვეყნები, რომლებიც მიგრანტთა განაწილებისა ან/და რეგისტრაციის საკითხებში მონაწილეობას არ იღებენ, ასეთ ქვეყნებს ევროკავშირის თანხებით სარგებლობის უფლება უნდა ჩამოერთვათ" - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა გრასლმა.
„Daily Express"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფმა პოლონეთი და უნგრეთი ევროკავშირის ღირებულებების აბუჩად აგდებაში დაადანაშაულა.
„შემოდგომაზე, ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვის დროს, ფედერალურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან მიმღებები, როგორებიც მაგალითად პოლონეთი და უნგრეთია, უფრო მეტი სოლიდარობა აჩვენონ მიგრანტთა საკითხთან დაკავშირებით და პატივი სცენ ევროპულ ღირებულებებს" - განაცხადა ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფმა გერმანულ მედიასთან საუბრისას.