logo_geo
eng_logo
განათლების მინისტრი ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილ აბიტურიენტებს მიმართავს
- +

12 აგვისტო. 2016. 14:40




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილ აბიტურიენტებს მიმართავს და  მათ ბევრი ალტერნატივის არსებობაში არწმუნებს. 



ალექსანდრე ჯეჯელავა ახალგაზრდებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისონ და რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა განიხილონ.


"ადამიანები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ბევრი მწერს, რომ "ჩემი ცხოვრება დასრულდა", "რაღა უნდა შევძლო, რაღა გავაკეთო"... მე მინდა დავარწმუნო ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, რომ ძალიან ბევრი კარგი ალტერნატივა არსებობს. ეს არის პროფესიული განათლება, ტრენინგები, მომავალში კიდევ სცადონ უმაღლესი განათლების მიმართულებით ბედი. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი უსამსახურო იურისტი გვყავს, ძალიან გვიჭირს სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, დაზღვევის აგენტები... ეს ყველა პროფესიული მიმართულების საქმიანობაა, რომელზეც ადამიანმა შეიძლება ოთხი წელი არ დახარჯოს და შეძლოს პროფესია საკმაოდ მოკლე ვადაში აითვისოს. მე მგონია, რომ შემდგომ წლებში, პროფესიული განათლების განვითარება ზუსტად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ყველა კი არ წავიდეს უმაღლეს განათლებაში, არამედ მხოლოდ ის ახალგაზრდები, ვინც თავის მომავალს აკადემიურ სფეროში ხედავს და ვისაც ძალიან მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება შეუძლია", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner