უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ მოსკოვი არ მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინასთან, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და დასძინა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორი მშვიდობა სურს.
გერმანიის კანცლერის თქმით, პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ მოელოდა, რომ შეძლებდა უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას, საომარი მოქმედებების დასრულების გამოცხადებასა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სანქციების მოხსნას.
„მას არ ეგონა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. არ ეგონა, რომ ამდენ ხანს მხარს დავუჭერდით უკრაინას. სანქციებს არ გავაუქმებთ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს და ამას ნაკარნახევი მშვიდობით ვერ მიაღწევს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.