logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი: მატეო მეკაჩისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება საარჩევნო რეფორმას, რომლის გამოც თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული იყო
- +

4 მაისი. 2022. 11:50

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანის განცხადებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება საარჩევნო რეფორმას, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი პარტია „მოქალაქეები“ იყო.

 

„ჩემი აზრით, ამ რეფორმის გამო თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული იყო და ეს აჩვენა შედეგებმაც. არცერთმა პარტიამ არ გაასაჩივრა ეს შედეგები, IRI-ის კვლევის მიხედვით კი, ამ არჩევნების მიმართ ყველაზე მაღალი ნდობა იყო გამოცხადებული - თუ არ ვცდები, 57%. არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული და თავის დროზე ეს დაწერა დასკვნაში ეუთომაც“, - აცხადებს იოსელიანი.

 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner