logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეუთო-ს დელეგაციასთან საუბარი იქნება იმ თემებზე, რაც მსოფლიოს და ჩვენს რეგიონს აწუხებს - ეს არის ომი, აგრესია, ოკუპაცია, უამრავი მსხვერპლი
- +

4 მაისი. 2022. 11:50

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩისთან შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ თემებზე, რაც მსოფლიოს და ჩვენს რეგიონს აწუხებს - ეს არის ომი, აგრესია, ოკუპაცია, უამრავი მსხვერპლი.

 

„ეუთო-ში რუსეთს აქვს გადაწყვეტილებების დაბლოკვის რესურსი და ამაზეც იქნება საუბარი, ვინაიდან ეუთო არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი იმისათვის, რათა წევრი ქვეყნების უსაფრთხოება უზრუნველყოს“, - აცხადებს ვოლსკი.

 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner