პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩისთან შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ თემებზე, რაც მსოფლიოს და ჩვენს რეგიონს აწუხებს - ეს არის ომი, აგრესია, ოკუპაცია, უამრავი მსხვერპლი.
„ეუთო-ში რუსეთს აქვს გადაწყვეტილებების დაბლოკვის რესურსი და ამაზეც იქნება საუბარი, ვინაიდან ეუთო არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი იმისათვის, რათა წევრი ქვეყნების უსაფრთხოება უზრუნველყოს“, - აცხადებს ვოლსკი.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს.