„ასოცირების ფარგლებში ჩვენ ცალსახად და მუდმივად ვიყავით ლიდერი ქვეყანა ყველა ვალდებულების შესრულების კუთხით, ამიტომ ახლა ჯერი არის ევროკავშირზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე შევავსეთ კითხვარი და გადავეცით ევროკავშირის წარმომადგენლობას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ასოცირების ფარგლებში განხორციელებული ყველა რეფორმა იყოს სწორად შეფასებული, ვინაიდან ასოცირების ფარგლებში ჩვენ ცალსახად და მუდმივად ვიყავით ლიდერი ქვეყანა ყველა ვალდებულების შესრულების კუთხით. დღეს ჯერი არის ევროკავშირზე და მე იმედი მაქვს, რომ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - აცხადებს დავითულიანი.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 2 მაისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.