ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი თბილისის მერ კახა კალაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არ ვაჭარბებ!
კახა კალაძის თათბირებს რომ ვუსმენ ყოველი კვირის დასაწყისში, გეგონება, ახალი წელია და თბილისელებს საჩუქრებს გვირიგებს. დღესაც ასე იყო, უამრავი კარგი იდეა, გაკეთებული საქმე, დახმარება და სამომავლო პროექტი მივიღეთ. რაც მთავარია, გრძელდება წესისა და რიგის დამყარება მეტროს სადგურების ამოსასვლელ-ჩასასვლელებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ამიერიდან საკვები პროდუქტები აღარ გაიყიდება ჭუჭყიან გარემოში, გარემოვაჭრეები გადაინაცვლებენ ნორმალურ პირობებში.
მომწონს, ვაფასებ და მხარს ვუჭერ დედაქალაქის მერის ამ ინიციატივას!
კიდევ რამდენიმე საჩუქარი თბილისელებისთვის!
ჩატარდა კვლევა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არის კერძო ნაკვეთები, მაგრამ მშენებლობების ნებართვების გაცემა იყო შეჩერებული. ახლა უკვე შესაძლებელია, კანონის ფარგლებში დაიწყოს განაშენიანება.
კალაძის თქმით, თბილისში კი მომრავლდა რეკრეაციული ზონები, აღდგენილია სკვერები, მაგრამ ეს არ კმარა, ამ მხრივ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
სხვათა შორის, თბილისის უბნებში ძალიან ბევრია 1990-იანებიდან შემორჩენილი ჟანგიანი ,,გარაჟები'', სადაც ავტომობილებს არც აჩერებენ, უბრალოდ ნაგავსაყრელებადაა ქცეული.
მეგობრებო, გამოიჩინეთ პატრიოტიზმი, ჩაფეხვილი „გარაჟების“ ადგილზე უნდა გაკეთდეს სკვერები!
სოციალურად დაუცველ სტუდენტებს თბილისის მერია ფინანსურად კვლავაც დაეხმარება, 4 ათასამდე სტუდენტი უკვე დაფინანსებულია. უახლოეს ხანში ამუშავდება ახალი პროგრამა - ასევე დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტი წევრები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები.
და კიდევ ერთი... ვისაც ფაშიზმი გვძულს, შეგვიძლია, 9 მაისს კიკვიძის პარკში შევიკრიბოთ, ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ომის ვეტერანები 600-600 ლარით დაასაჩუქრდებიან. მე არ ვიცი, მეორე მსოფლიო ომის რამდენი მონაწილე შემოგვრჩა, მაგრამ ყველას უნდა მოვეფეროთ, ვალდებულნი ვართ.
მადლობა კახას ასეთი ძვირფასი საჩუქრებისთვის.
წარმატებები!“ - წერს გელა ზედელაშვილი.