logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება და არც შეეკითხება, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება
- +

4 მაისი. 2022. 13:18

 

 

„უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.

 

მისივე თქმით, საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში ემოციების შეკავება და რაციონალიზმის შენარჩუნება უჭირთ.

 

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში არ ჩაუშვა და დაადანაშაულა რუსეთთან კოლაბორაციაში. უნგრეთზე, რომელიც NATO-ს და ევროკავშირის წევრია, ამბობს, რომ პუტინის აგენტურაა. მესმის, რომ ეს ქვეყანა ომშია, იქ ემოციების შეკავება უჭირთ და ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა სჭირდებათ, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა: „ქართველი ხალხი თუ ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner