საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, უხერხულია მიუთითო, რაიმე დაუწუნო ან ასწავლო უსაფრთხოების დაცვის კუთხით ისეთი მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყანას, როგორიც არის აშშ. ასე გამოეუხმაურა ის დასავლურ მედიაში რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნესკავშირებზე გავრცელებულ ინფორმაციას.
„უხერხულია მიუთითო, რაიმე დაუწუნო ან ასწავლო უსაფრთხოების დაცვის კუთხით ისეთი მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყანას, როგორიც არის აშშ. უხერხულია, რომ ჩვენი რიგი ოპოზიციონერების განცხადებები ძირითად კონტექსტში არათანმიმდევრული, უსაფუძვლო და, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი“, - აცხადებს ღუდუშაური.
დასავლური მედია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს.