„პოდოლიაკი და მისნაირები საქართველოში მტრებს ნუ ეძებენ - აქ უკრაინის მტერს რა უნდა?!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში, საქართველოს პარლამენტში მტერს ნუ ეძებენ, აქ მხოლოდ მათი მოყვრები არიან.
„აქ მისი მეგობრები არიან. აქ რა უნდა უკრაინის მტერს?! რომ დამდგარხარ [მიხაილო პოდოლიაკი] და ჭკუას მასწავლი, თურმე რა გმირი ხალხი ვყოფილვართ ოდესღაც ქართველები და როგორ უნდა ვიცხოვროთ, ბარემ ისიც მასწავლე, რომ გავიღვიძებ, რომელი ფეხი გადმოვდგა იატაკზე. მესმის, რომ მათ აღელვებთ ის, რომ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში არ არის, რადგან ის რომ იყოს სათავეში, ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ეს უნდათ ამ ადამიანებს?! ეს არ გამოვა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.