„აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი, ეს ბიზნესმენი საერთოდ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ბიზნესპარტნიორი - ახლა უკვე ჩემთვის ნათელია, რატომაც არის ჩასაფრებული რუსული „კა-გე-ბე“ ანუ იგივე „ეფ-ეს-ბე“ და რატომ უსმენს მისთვის მიუღებელ ბიზნესმენს, ვინც არის ბიზნესურთიერთობაში დასავლეთთან, კონკრეტულად ბაიდენის შვილთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ევტუშენკოვზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა უკვე გასაგებია ყველაფერი. პირდაპირი კავშირია, ეს დასტურია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რუსულ „ეფ-ეს-ბესთან“ მოთანამშრომლე გარკვეული ჯგუფები ოპოზიციაში და მათ შორის ოპოზიციური არხები“, - განაცხადა ზარქუამ.
დასავლური მედია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს.