logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: აღმოჩნდა, რომ ევტუშენკოვი საერთოდ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ბიზნესპარტნიორი
- +

4 მაისი. 2022. 15:01

 

 

„აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი, ეს ბიზნესმენი საერთოდ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ბიზნესპარტნიორი - ახლა უკვე ჩემთვის ნათელია, რატომაც არის ჩასაფრებული რუსული „კა-გე-ბე“ ანუ იგივე „ეფ-ეს-ბე“ და რატომ უსმენს მისთვის მიუღებელ ბიზნესმენს, ვინც არის ბიზნესურთიერთობაში დასავლეთთან, კონკრეტულად ბაიდენის შვილთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ევტუშენკოვზე საუბრისას განაცხადა.

 

„ახლა უკვე გასაგებია ყველაფერი. პირდაპირი კავშირია, ეს დასტურია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რუსულ „ეფ-ეს-ბესთან“ მოთანამშრომლე გარკვეული ჯგუფები ოპოზიციაში და მათ შორის ოპოზიციური არხები“, - განაცხადა ზარქუამ.

 

დასავლური მედია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner