საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, გიგი უგულავას განცხადებები შეურაცხმყოფელია.
„რაღაც დრამატურგიის განხორციელება პასუხისმგებლობისგან ვერავის იხსნის, სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული იქნება. რაც შეეხება გიგი უგულავას ლანძღვა-გინებას, წყევლა-კრულვას ეთერებიდან, ურჩევნია, დუჟი მოიწმინდოს და საკუთარ თავს მიხედოს. სამოქალაქო დაპირისპირებას ორი მხარე სჭირდება, გიგი უგულავას კი მხარე არ გააჩნია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.