„სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობს, ქვეყანა დაამარცხოს, რომ ამაში საკუთარი გამარჯვება იპოვოს“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„საქართველოს შავი ღრუბელივით ადგას ის ვითარება, რაც რეგიონში შეიქმნა. ამ თემაზე პარაზიტობა არის ის, რაც გარკვეულ ჯგუფს ახასიათებს, პოლიტიკურ ჯგუფსაც ვერ დავარქმევ და ამის მეთაური არის სააკაშვილი. ამის იქით მათი სტრატეგია არ ვრცელდება. ეს არის ადამიანთა გუნდი, რომელიც ცდილობს, როგორმე დაამარცხოს ქვეყანა და იქნებ ამაში გამარჯვება იპოვოს. სააკაშვილის ჯანმრთელობას რაც შეეხება, მე არ ვარ სპეციალისტი. მინდა ვუპასუხო სანდრო რაქვიაშვილის განცხადებას, მოიქცეს კარგად და იქნებ შეწყალებაც მიიღოსო. ვის მიმართ უნდა მოიქცეს კარგად, ჩვენ მიმართ თუ საზოგადოების მიმართ, თუ საკუთარი დანაშაული აღიაროს. ეს ხომ არ მოხდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.