logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: შეუდარებელი ექიმი, რომელმაც მეორედ გადაარჩინა ჩემი მეუღლე
- +

4 მაისი. 2022. 18:22

 

 

პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ყველას დავპირდი, გაცნობებთ-მეთქი და აი, მხოლოდ ახლა შევძელი. ფოტოზე, შეუდარებელი ექიმი გიგი ხაბეიშვილია, რომელმაც მეორედ გადაარჩინა ჩემი მეუღლე. 12 წელია ბატონი გიგის პაციენტია ბესო. იმთავითვე მან დაუსვა ზუსტი დიაგნოზი, როდესაც სხვებმა ვერაფერი გაუგეს. ჰოდა, სტენტების საშუალებით გაუხანგრძლივა სიცოცხლე. რა თქმა უნდა, 2-3 თვეში ერთხელ კონსულტაციას მუდამ გავდიოდით ამ წლებში, მედიკამენტებიც გვქონდა ჩართული და კი მოვედით მშვიდობით აქამდე, მაგრამ კოვიდმა და სტრესებმა თავისი მაინც გააკეთა. ბოლო ვიზიტის მერე დადგა საკითხი მინიმუმ კორონოგრაფიის და მოკლედ, რაც საჭირო იქნებოდა. ამასობაში ამ ჩემს ქმარს ფილტვების ანთება დაემართა, დავაწვინე, სანამ მოვაძლიერე და ანთება ჩავუქრეთ... ჰოდა, ლამის დაგვიანდა. აღმოჩნდა, რომ სწრაფად განვითარდა ყველაფერი და ნაინფარქტარ გულს 90 პროცენტი რესურსი აღარ ჰქონდა.

გეფიცებით, ძალიან მიკვირს, ან როგორ იდგა ფეხზე, ოპერაციამდე საჭესთანაც იჯდა, მარკეტში დადიოდა ა.შ.

 

ასე რომ, ნამდვილად გადარჩა ბესო და ეს ისევ არაჩვეულებრივმა პროფესორმა, საუცხოო კარდიოლოგმა, ქირურგმა, ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგი ხაბეიშვილმა გააკეთა.

 

ეს ის ექიმია, მუდამ რომ ვენდობი, მჯერა მისი, ათასობით გული გადაურჩენია და მადლობა მას მისი პროფესიონალობისთვის, თავდადებისთვის, ადამიანების გახარებისთვის, იმედისთვის...

 

 პ.ს. კიდევ რა და... ბატონ გიგის ახალგაზრდობიდან ვიცნობ. დამწყები ჟურნალისტი ხაბეიშვილების ოჯახს ვესტუმრე, მაშინ ბატონი სოლიკო ცეკას მდივანი იყო და ოჯახური პორტრეტი უნდა გამეკეთებინა. ჰოდა, ბატონი გიგი, სწორედ სოლიკო ხაბეიშვილის ვაჟი გახლავთ, კარგი ოჯახის მართლაც კარგი შვილი.

 

უსაზღვრო მადლობა მას!!! დიდხანს გვყავდით, ბატონო გიგი!!!“ - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner