„ყოველთვის, როცა უჭირთ, მაშინ აგდებენ რიგგარეშე არჩევნების თემას. ახლა ამას დაემატა სააკაშვილის ციხიდან დახსნის საკითხი, რომელიც პირდაპირ ბმაშია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა წყვეტს, როდის ჩატარდება არჩევნები ქვეყანაში.
„ყოველთვის აპელირებენ იმით, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა საქართველოს ხელისუფლება, გადავწყვეტთ როდის იქნება და რა პირობებში ჩატარდება არჩევნები. არჩევნები იქნება 2024 წელს და ჩატარდება სამართლიან, თანასწორ, დემოკრატიულ პირობებში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.