logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ნინო ლომჯარიას თუ დავუჯერებთ, სჯობს ბომბები გვეცემოდეს, ვიდრე ეს სირცხვილი ვჭამოთ და არ ვიყოთ საომარი მოქმედებების მონაწილე
- +

5 მაისი. 2022. 15:12

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, უკვე აშკარაა, რომ ჩამოყალიბდა გარკვეული გუნდი, რომელიც გეგმავს და ახორციელებს გარკვეულ სტრატეგიას - ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველიც კი.

 

„პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე მიდის ომის პროპაგანდა, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. ნინო ლომჯარიას თუ დავუჯერებთ, სჯობს ბომბები გვეცემოდეს, ვიდრე ეს სირცხვილი ვჭამოთ და არ ვიყოთ საომარი მოქმედებების მონაწილე. ეკა გიგაურს თუ დავუჯერებთ, რასაკვირველია, ცეცხლის ალი უნდა აინთოს საქართველოში, რათა ევროპული პოზიცია შევინარჩუნოთ. ის არის ტელეწამყვანების მთელი ჯგუფი, ქუჩის აქტივისტები, იაგო კაჭკაჭიშვილი დაემატა, ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი გამოჩნდა უცებ ასპარეზზე და ყველა ერთად, ორკესტრირებულად, სხვადასხვა ტექსტით, მაგრამ ერთი მიმართულებით ახორციელებენ პროპაგანდას - ქმნიან ისეთ გარემოს, როცა საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილიზმი ჩნდება დასავლეთის მიმართ. ესეც სტრატეგიის და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილია. საზოგადოების პროდასავლური პოზიცია განპირობებულია დღევანდელი ხელისუფლების სწორი ნაბიჯებით“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner