„როგორც ჩანს, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რა შეიძლება მომხდარიყო რამდენიმე თვეში უკრაინაში, როგორც ჩანს, ეს ძალიან კარგად იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც მას ხელი შეუწყო ჯერ უკრაინის საზღვრის დარღვევაში და შემდეგ საქართველოში შემოპარვაში და შესაბამისად, მათი მიზანი იყო საქართველოს ომში ჩართვა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობს ძალიან ბევრი ქართველი საქართველოშიც. მათ შორის ზოგიერთი მისი [მიხეილ სააკაშვილი] პარტიის წევრი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალებენ. ძალიან ცუდი იქნება თუ ამ თამაშში ჩაერთვება სახალხო დამცველი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-იდან ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ ის გზა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დღეს ატარებს არის ძალიან სწორი. ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ჩვენს გზას - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.