აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ,,ნახა მინიშნებები", რომ უკრაინელები რუსეთში ,,თავისი ნების საწინააღმდეგოდ" მიჰყავთ. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რასაც CNN-ი ავრცელებს.
,,ჩვენ ნამდვილად ვნახეთ მინიშნებები, რომ უკრაინელები უკრაინიდან რუსეთში გადაიყვანეს", - განაცხადა კირბიმ.
კირბის არ უსაუბრია გადაადგილებულ უკრაინელთა საერთო რაოდენობაზე, თუ რამდენი ბანაკია ან როგორ გამოიყურებიან ისინი, მაგრამ განაცხადა:
,,ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ უკრაინელები მათი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთში მიჰყავთ".
პენტაგონის სპიკერმა აღნიშნულ ქმედებას ,,არაკეთილსინდისიერი" უწოდა.