logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამ ქალბატონზე ამბობენ, მწერალი (პროზაიკოსი), ჟურნალისტი (პუბლიცისტი) და საზოგადო მოღვაწეაო
- +

10 მაისი. 2022. 13:13

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ამ ქალბატონზე ამბობენ, მწერალი (პროზაიკოსი), ჟურნალისტი (პუბლიცისტი) და საზოგადო მოღვაწეაო... მამუკა ხაზარაძემ ორჯერ ლიტერატურული პრემია ,,საბაც'' მიანიჭაო.

 

იყოს, კაცო, მწერალ-პროზაიკოს-პუბლიცისტ-საზოგადო მოღვაწე შინაურობაში და აძლიონ ე.წ. ლიტერატურული პრემიები ასევე შინაურობაში, ჩემი რა მიდის? მე უბრალოდ იმას ვჩივი, რომ ამას, ამ თეონა დოლენჯაშვილს ხშირად ჭკუასაც ეკითხებიან. დიახ, მიიწვევენ ხოლმე სტუდიაში, დასვამენ რბილ სავარძელში, გადაადებინებენ ფეხს ფეხზე და ალაპარაკებენ.

 

ალაპარაკონ, კაცო, არც მაგაზე ვდარდობ (მეტი საქმე არ მაქვს, ვიდარდო!), მაგრამ ზოგჯერ ისეთს „წამოაწვენს“, ადამიანი იფიქრებ, ეს რანაირი მწერალ-პროზაიკოს-ჟურნალისტ-ლაურეატ-საზოგადო მოღვაწეაო?

 

არადა... ლიტერატურული პრემიების დამრიგებელი მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, არიო... ეგ კი არა, დიდად მოაზროვნე პოლიტიკოსიც გახლავთო.

 

ამ ქალბატონის „შემოქმედებაზე“ სხვა დროს დავწერ, ამჯერად მინდა, ერთი ფრაგმენტი შემოგთავაზოთ მისი „ღრმა“ ნააზრევიდან... ნახეთ, როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას და დენდროლოგიური პარკის საჭიროებას (სტილი დაცულია):

„მე ვყოფილვარ დენდროლოგიურ პარკში, მაგრამ მე დამიხედავს ზემოდან ციხისძირისთვისაც, სადაც არის უზარმაზარი ორმოები, დათხრილი მთლიანად ულამაზესი კუთხე, რას ვსაუბრობთ ეხა, საპირწონედ რას ვაყენებთ, ადამიანმა საკუთარი ოაზისი რომ მოიწყო და შემდეგ ისა?! ჰო, მოგვცა უფლება, რომ ხეზე ავსულიყავით და უფასოდ შევიდეთ ქვეყანაში რაღაც იმაში! ჩვენ შეგვიძლია, შევიპაროთ კატებივით და დავტკბეთ იმ სიკეთით, რომელიც შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავისთვის. ეგრეა, ჩვენ მართლა ვართ დენდროლოგიური პარკი, სამწუხაროდ!“

 

მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, ახლა ამ ქალბატონის პროზას რომ გამოვაკლოთ ,,ოზა'' და მივუმატოთ „უწუნი“, რა გამოვა, პრუწუნ-პრუწუნი, ხომ?

 

არა, მართლა რანაირი მწერალ-პროზაიკოს-ჟურნალისტ-პუბლიცისტ-ლაურეატ-პოლიტიკოს-საზოგადო მოღვაწეები არიან, კაცო, ხომ შეიძლება, ცოტა აზროვნების უნარიც ჰქონდეთ?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner