logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერპელაციის ფორმით ორი კითხვა გაიგზავნება, რომელიც ეკონომიკურ და ევროინტეგრაციის საკითხებს შეეხება
- +

10 მაისი. 2022. 14:15

 

 

„საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერპელაციის ფორმით ორი კითხვა გაიგზავნება, რომელიც ეკონომიკურ და ევროინტეგრაციის საკითხებს შეეხება“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერპელაციის ფორმით ორი კითხვა გაიგზავნება. ერთი შეეხება ეკონომიკურ საკითხებს. ეს აქტუალური თემაა, მათ შორის, გამომდინარე რეგიონში შექმნილი ვითარებიდან. რა თქმა უნდა, სხვა და სხვა ქვეყანაზე უარყოფით გავლენას ახდენს ომის მიმდინარეობა უკრაინაში და ჩვენ გვაინტერესებს საქართველოსთან დაკავშირებით როგორია პროგნოზი. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ვთხოვთ ინფორმაციის მოწოდებას. მეორე თემა არის ევროკავშირში ინტეგრაცია, განაცხადი, რომელიც წარვადგინეთ და ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები ილია დარჩიაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ველოდებით ამ დისკუსიას. 27 მაისს გაიმართება ინტერპელაციის პროცედურა რეგლამენტის მიხედვით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner