logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას სააკაშვილზე სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის პიროვნული თვისებების გამო
- +

10 მაისი. 2022. 14:20

 

 

„არ მგონია ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი გეგმა, რომ პატიმარს თავდებში ჩაუდგებიან.

 

„მასზე როგორც ჩანს ვიღაცებს პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდათ, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას სააკაშვილზე სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის პიროვნული თვისებების გამო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი გეგმა შეიმუშავა. ახლა ამბობენ, რომ პატიმარს თავდებში ჩაუდგებიან და ამ გზით, ცდილობენ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner