„საპარლამენტო დელეგაციის დანიაში ვიზიტისას, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ძალიან მაღალ დონეზე გამოთქმული იქნა მკაფიო მხარდაჭერა და ასევე, გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ საქართველო თავისი შედეგებით და რეფორმებით, უსწრებს, ძალიან ბევრ კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყნებს მათ შორის, იმ ქვეყნებსაც რომლებსაც დღეს აქვთ მოთხოვნა დაყენებული. ამიტომ, ყველა ძალიან კარგად შეაფასებს იმას, თუ რა აქვს გაკეთებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას როგორც ნატო-ს ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა ორაზროვანი გამოსვლებისგან თავი შეიკავონ, მითუმეტეს ახლა, როდესაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეწევა და როდესაც სასწორზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დგას.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირს გადასცემს კითხვარზე პასუხების მეორე ნაწილს. ამით, უკვე დავალების ამ ნაწილს შევასრულებთ და დაველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად, ჩვენი ოპონენტების გამალებული მცდელობებისა - რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაინცა მივიღებთ ამ სტატუსს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.