logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ამ გლობალურ არეულობაში რომ იყოს ჩართული, ამის სურვილი, როგორც ჩანს, არსებობს
- +

10 მაისი. 2022. 17:37

 

 

„გარკვეული ორკესტრირება ხდება სიტუაციის დაძაბვის მიზნით, სანქციები, ომი, არეულობა, ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ პროცესის დამკვირვებლები ლოგიკური ბმას, რა თმა უნდა, ამ ყველაფერში ხედავენ“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

 

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, როგორც ჩანს, სურვილი, რომ საქართველო ჩართული იყოს ამ გლობალურ არეულობაში, არსებობს.

 

„საქართველო ამ გლობალურ არეულობაში, რომ იყოს ჩართული, ამის სურვილი, როგორც ჩანს არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია, მყარი და ცალსახაა, რომ რაიმე ფორმით ჩვენი ჩართვა, ამ ომში არის დამანგრეველი ზიანის მომტანი საქართველოსთვის. მე კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, დარწმუნებას გამოვთქვამ, რომ ყველა ჩვენ პარტნიორს და მოკავშირეს ეს კარგად ესმის და არ იქნება, მათი მხრიდან არანაირი მაპროვოცირებელი ნაბიჯი ამ კუთხით გადადგმული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner