logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მმართველობის მანძილზე ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას და სრულიად არანორმალურ და მხეცურ დამოკიდებულებებს ძეგლი აღუმართა
- +

10 მაისი. 2022. 17:38

 

 

„ბოლო ხანებში, თუკი თვალს გადავავლებთ ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის რიტორიკას, ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას დავინახავთ, რასაც ჰქვია „ჩემი შენ გითხარიო“. ეს ტენდენცია განსაკუთრებული სიცხადით  დამახასიათებელი გახდა ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც საკუთარ თავს „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და ხალხში დღითიდღე ცნობილი ხდება „ომის პარტიად“ და სამართლიანადაც“, - განაცხადა  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

 

დეპუტატის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მმართველობის მანძილზე ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ  გათელვას და სრულიად არანორმალურ და მხეცურ დამოკიდებულებებს ძეგლი აღუმართა.

 

„ამ იარლიყით საშვილიშვილოდ დამშვენებულმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ ამ „მონუმენტის დემონტაჟისთვის“, რომელიც 2012 წლის მიწურულს განხორციელდა. მათი გადაწყვეტილებაა, იბრძოლონ არა მარტო ხელისუფლების მოსაპოვებლად, არამედ საქართველოს მოსახლეობაზე შურის საძიებლად. შურისძიების ეფექტიან ხერხად კი ისახავენ საკუთარი ნაკლოვანებებისა და იმ უმძიმესი ცოდვების სხვაზე დაბრალებას, სხვების იმავე ტალახით გასვრას, რითაც თვითონ არიან გასვრილი. არავინ იფიქროს, რომ ამას შემთხვევით და გაუცნობიერებლად სჩადიან - თავისი მანკიერების ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის დაბრალება არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ შექმნან იმ უპირატესობების გაქარწყლების ილუზია, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება სჯობს ოპოზიციას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, მათ თემებიც ზუსტად ისეთი აქვთ არჩეული, რაშიც ყველაზე მეტად ჩამორჩებიან დღევანდელ ხელისუფლებას.

 

„ის, რაც ყველაზე მეტად ეთაკილებათ და მათ წარსულს ყველაზე მეტად ამძიმებს, სწორედ იმ მიმართულებებით უნდათ ხელისუფლების უპირატესობებისთვის ჩრდილის მიყენება და ამ გზით დიდი და აშკარა კონტრასტის გაფერმკრთალება. ამასაც მარტივი ახსნა აქვს - ვერაფრით ეგუებიან აზრს, რომ ეს ხელისუფლება, მაგალითად, ბიზნეს არ ატერორებს, არამედ უქმნის მეტ თავისუფლებას; ვერ ეგუებიან, რომ ეს ხელისუფლება პატიმრებს არ აუპატიურებს, არამედ იცავს მათ უფლებებს მაღალი და უწყვეტად მზარდი სტანდარტით; ვერ ეგუებიან, რომ ეს ხელისუფლება ადამიანებს არ ხოცავს; ვერ ეგუებიან, რომ ეს ხელისუფლება იცავს საკუთრების უფლებას,  ვერ ეგუებიან იმასაც, რომ დამოუკიდებელ ტელევიზიაში ხელისუფლება იარაღით ხელში არ უვარდება ვინმეს და ამით არ ხელყოფს სიტყვის თავისუფლებას,  არ იდევნება განსხვავებული აზრი; მეტი იხარჯება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვაზე და ამ სიას კიდევ შეიძლება გავყვეთ. დაბოლოს, ნაციონალური მოძრაობა ვერაფრით ეგუება აზრს, რომ  ეს ხელისუფლება არ უშვებს, მაგალითად, 2008 წელს დაშვებულის მსგავს შეცდომებს, რომელიც  დანაშაულზე მეტია“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner