logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: საპატიმროში არის ყველა პირობა, რომ ადამიანმა, თუ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს, იმკურნალოს და შესაბამისი სხვა სერვისები მიიღოს
- +

10 მაისი. 2022. 18:06

 

 

„უნდა ვიზრუნოთ თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და  არის თუ არა ვინმეს ინტერესებში, რომ მისი ჯანმრთელობა დაზიანდეს ვფიქრობ, მისი მომხრეების გარდა ეს არავის ინტერესში არ არის.  ეს ტირილი, პათეტიკა მიმართულია  იქითკენ, რომ რამენაირად პროცესი იქნებ აქეთკენ წავიდეს. საპატიმროში არის  ყველა პირობა, რომ ადამიანმა, თუ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს, იმკურნალოს და შესაბამისი სხვა სერვისები მიიღოს. აქ საუბარია როგორც მსჯავრდებულის ასევე, მისი გულშემატკივრების პოლიტიკურ ნებაზე, რომ თვითდაზიანების პროცესში იყვნენ“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება, სურვილის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ  კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

 

„ამაზე, რა თქმა უნდა იქნება კატეგორიული უარი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და საქართველოში ყოფნა, მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში შეიძლება, დანარჩენ ყველა შემთხვევაში ის საზღვარგარეთ უნდა წავიდეს. ამ მძიმე რეალობასთან და სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. ალბათ ამიტომ, თვითონ მიხეილ სააკაშვილის ჭირისუფალნი არიან მის ამ გასაჭირში ყოფნაზე ყველაზე უფრო დიდი გულშემატკივრები. სხვა შემთხვევაში ეს საკითხი გაცილებით ადრე, ნათლად და ადვილად შეიძლებოდა მოგვარებულიყო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner