logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრზე: ამ თვეების განმავლობაში კომიტეტსა და მინისტრს კარგი კომუნიკაცია ჩამოგვიყალიბდა - უამრავი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული თემა წინასწარ განვიხილეთ
- +

11 მაისი. 2022. 11:08

 

 

დავით სერგეენკოს თქმით, პარლამენტში, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენის დროს, ბევრი კითხვა პანდემიაზე იქნება. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ მოკლე ხანში კომიტეტსა და სამინისტროს კარგი კომუნიკაცია ჩამოუყალიბდა.

 

„დასრულებისკენ მიდის პანდემია, რომელმაც მსოფლიოს და ჩვენც ძალიან ბევრი როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური რამ გვანახა - მინისტრთან ამ თემაზე უამრავი კითხვა იქნება. მინისტრი პირველად მოდის „მინისტრის საათის“ ფარგლებში, თუმცა ამ თვეების განმავლობაში პარლამენტის კომიტეტსა და სამინისტროს, კერძოდ მინისტრს, ძალიან კარგი კომუნიკაცია ჩამოგვიყალიბდა და უამრავი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული თემა წინასწარ განვიხილეთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner