logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: მაისის ბოლომდე, დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა
- +

11 მაისი. 2022. 17:11

 

 

„მაისის ბოლომდე ჩვენ მომწოდებლებისგან მივიღებთ CGM (Continuous Glucose Monitoring) სისტემების პირველ შეკვეთას. შედეგად დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიაბეტის ეფექტური და უმტკივნეულო მართვისთვის“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა.

 

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რამაც უწყებას, დიაბეტის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების შესაძლებლობა მისცა.

 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მოხდება დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდაც.

 

„პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით სერვისების მიმწოდებლები წარმოდგენილია მხოლოდ თბილისის 3 დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური მოლაპარაკების ფარგლებში, შესაძლებელი გახდა სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. სულ მალე, დიაბეტის მართვის სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner