logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი მურაზ მურვანიძის მიერ შექმნილი მონუმენტის გახსნას დაესწრო
- +

11 მაისი. 2022. 17:12

 

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ქართველი მოქანდაკის, მურაზ მურვანიძის მიერ შექმნილი მონუმენტის გახსნას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გაიხსენეს საქართველო-ამერიკის ერთობლივი ისტორია, როდესაც 1977 წელს NASA-მ ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო" კოსმოსში გააგზავნა.

 

„გუშინ საღამოს გავიხსენეთ ჩვენი ლამაზი, ერთობლივი ისტორია, როდესაც 1977 წელს NASA-მ ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო" კოსმოსში გააგზავნა. ელჩი დეგნანი ქართველი მოქანდაკის, მურაზ მურვანიძის მიერ შექმნილი მონუმენტის გახსნას დაესწრო, რომელიც ამ ისტორიულ მოვლენას მიეძღვნა და განასახიერებს ადამიანის წარმოსახვის უსაზღვრობას, სულის სიმტკიცესა და ადამიანურობას“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner