უკრაინა რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ რუსი ტყვეების გადაცემას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„ამ დროისთვის „აზოვსტალის“ განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია. „აზოვსტალის“ დამცველებს არ სურთ ტყვედ ჩაბარება. ეს პატივისცემის ღირსია. რუსები “ექსტრაქციას“ არ ეთანხმებიან. ეს რეალობაა,თუმცა რუსებისგან გასაკვირი არ არის“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, რუსულ მხარესთან შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება.