„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ წინასაარჩევნო კამპანია ქალაქ მცხეთის მოსახლეონასთან შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრები გაიმართა არმაზის, ბაზრის უბნის და სვეტიცხოვლის მიდამოების ადგილობრივ მოსახლეობასთან.
დიმიტრი ხუნდაძემ ვიზუალური ფოტო-მასალით მოსახლეობას გააცნო 4 წლის მანძილზე მცხეთაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
ასევე, დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთელების კითქვებს უპასუხა და განაცხადა რომ, აუცილებლად განხორციელდება ახალი პროექტები და ისაუბრა მომდავნო 4 წლის გეგმებზე. ახალი პროექტების პრეზენტაცია მცხეთაში სექტემბერში გაიმართება.