logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვაქვს მკაფიო პოლიტიკა - არ ვაღიარებთ არც დეფაქტო ხელისუფლებას, არც დეფაქტო არჩევნებს, არც დეფაქტო რეფერენდუმს
- +

14 მაისი. 2022. 15:47

 

 

„გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დეფაქტო ხელისუფლებას, არც დეფაქტო არჩევნებს, არც დეფაქტო რეფერენდუმს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„რაც შეეხება ამგვარ ინიციატივებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner